↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგონი მიყვარხარ ბატონო ჩემო

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7028 ნახვა

—
იმ ღამეს წვიმდა...ჩემი გულის ხმა,წვეთების წკაპუნს უწყობდა რითმებს,გამთენიისას სიზმარში გნახე,ღრუბლებში ჩემთვის კრეფდი ყვავილებს...
ისეთი ლამაზი თვალებით მიმზერდი,რომ შენს წინ მდგარი, ჭკუას ვკარგავდი,მაცდუნებელი შენი ტუჩები,კოცნას რომ მთხოვდნენ,მე შეშლილს ვგავდი...
შენს წინ ვიდექი,ვერ გეხებოდი,ერთმანეთს გვყოფდა ატმების ჩერო,გაბრწყინებული მზერით გიხმობდი,... მგონი მიყვარხარ ბატონო ჩემო...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი