↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსის მწერალი ხშირდება

ლებანიძე მურმან

2026-07-182 წთ საკითხავი10428 ნახვა

—
\"ლექსის მწერალი ხშირდება,სამწუხაროა რაიც!რამდენი რამე სჭირდებაპოეტს, ჩვენს დროში მაინც!\" -ეს კონსტანტინემ, იძრო რაშაბათს, მწერლების ბაღში,მგოსნებისაკენ ისროლაგანხეთქილების ვაშლი.დიდოსტატები სწყალობდნენბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,სუროში შაშვი გალობდა,რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.სთქვა ბესო ჟღენტმაც: \"მრავლდებადღეს ლექსის მოწადინე,ცამდის მართალი ბრძანდებაბატონი კონსტანტინე\".ცოდვილი ვაშლი გაგორდადა, უკვე წასწვდნენ რადგან,მათ დემნა მიუახლოვდა,ასე, ორ მეტრში დადგა.ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდაბაღის ბოლოში სიმონს,გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,შემოუერთდა იმ ორს.მესმე რანგიც მოხროვდა,მეორე რანგის გარდა,და დიალოგზე მოგროვდაგამსახურდიას სკამთან.\"ლექსის მწერალი ხშირდება,ლექსი კი არ ჩანს მაინც!რამდენი რამე სჭირდებანამდვილ პოეტს და რაინდს!\" -საკითხი განსახილველადდა ვაშლი ცხვირწინ ედოთ,და სთქვა ირაკლიმ პირველმა,ეს გახლდათ მისი კრედო:\"პოეტი წლობით ღვინდება,მართლა პოეტი თუა!პოეტს იღბალი სჭირდებადა, რა თქმა უნდა, ჭკუა!სიმხნე და გამჭრიახობა,ფხიზლად განჭვრეტა დროთა!სიბრძნე და პატრიარქობა -ამას გვასწავლის შოთაც!\" -არ დაეთანხმა ირაკლისდა იუარა გოგლამ:\"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,მყვირალობა და ბუკი!ლექსს ვინ მისცაო დიდებაგარეშე სიჭაბუკის!\"სიმონმა გოგლას ღიმილიჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:\"პოეტს სჭირდება ტკივილი,პოეტს სჭირდება ჯაფა,სჭირდება ვრცელი გზაშარა,ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,ინტელექტი და განსწავლა,მწიგნობრობა და წიგნი!\"სუროში შაშვმა დასტვინა,მზე შუბისტარზე იდგა,ვრცლად აღარავინ არ ცდილა,მოკლედ მრავალი ითქვა.თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,თან თაკილობდნენ თმობას -მუხრანმა: \"გრძნობა სიახლის!\"გრიგოლმა: \"ფორმის გრძნობა!\"ალიომ: \"მხოლოდ იდეა!\"(კოლაუ იდგა განზე...)კარლომ თქვა: \"საქმე ჰკიდიაწერასთან ერთად ფხაზე!\"სთქვა მარგიანმა: \"მარილიმთავარიაო სვანში!\"სთქვა ნონეშვილმა: \"ყვარელიდა სტუდენტობის ტაში!\"თავისთვის იჯდა ჩრდილში,არას იტყოდა ანა...- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -გალაკტიონმა ბრძანა.
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი