↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახსოვს!

ლებანიძე მურმან

2026-07-181 წთ საკითხავი10407 ნახვა

—
სოსო იორამაშვილის ხსოვნას
ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _მახსოვს!შენი დათვისისხლა შავი ღვინო _მახსოვს!შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _მახსოვს!შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _მახსოვს!იორ-მუღანლოში სადილობა _მახსოვს!შენ რომ შემაყვარე ნადირობა _მახსოვს!შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _მახსოვს!შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _მახსოვს!მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _მახსოვს!შენ რომ დაიხარე და აიყვანე _მახსოვს!ივრის ჭალები აქოჩრილი _მახსოვს!ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _მახსოვს!მზისგან დამწვარი გორმახები _მახსოვს!შენი თათარი ყონაღები _მახსოვს!ბოლო ხანებში გვეღლებოდი _მახსოვს!მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _მახსოვს!`მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _მახსოვს!`ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _მახსოვს!ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _მახსოვს!ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _მახსოვს!
`გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი...
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი