↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ გეშინია

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი3555 ნახვა

—
უნდა მოხვიდე, არა გაქვს სხვა გზა...იცოდე, სულს მხდის ლოდინის წამი,ვწუხვარ, დობილის ცახცახა განცდა,შენეულ თრთოლვად ვერ შეიცანი.განისლისფერდა გზაც და მიზანიც,თითქოს ცაც თვალებს მარიდებსმორცხვად,მე წამსვე გიგრძენ! _ შენ ვერ მიცანი...და სიდიადეც იმ წამის მოკვდა.ახლა ზღვასა ჰგავს შენი ცხოვრება,(გაწეწილი გაქვს ქარისგან თმები,)არ გინდა, მაგრამ გამახსოვრდება...და შენი თმენის კოცონზე თბები.მგელივით გიმზერს რუხი სამყარო,(მადლი ღმერთს, გრიგალს გადაუვლია),გედის სიმღერა გულს რომ არ უთქვამს,ეს სიყვარულის სასწაულია.სურდათ, დაგშლოდა იმედის კოშკი,შენც ჩამქრალიყავ ჩუმად, ნელ-ნელა...რომ დაგტყდომოდა ყინვა და თოში,ჩემო პეპელავ, ჭრელო პეპელავ...რა უცნაური გახდა ცხოვრება,იცვლება ყველა, (როგორ ღონდები)და სიყვარულიც როგორ მდოვრდება,როცა გრძნობენ, ცას უახლოვდები.გაშალე ფრთები! ნუ გეშინია,ყველა გზის ბოლო მაინც ცაშია,მზის ნოტი მოაქვს იმედად ნიავს,სხვა დანარჩენი _ კი თამაშია!
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი