პოეზია · ლირიკა
ნასახლარების ძახილი
..თითქოს მეჩეჩზე შეჯდა ხომალდი,გაძალიანდა ხსოვნა თავნება,ვერ მიატოვე ძველი ნაპირი,სული შეჩვეულს ეთაყვანება.
ქარი გადმოფენს ზავის სურვილითცაზე უეცრად გაჩენილ ღრუბლებს,შენი ბავშვობა ფეთქავს გულივით,მაინც წინ გხვდება ეჭვების ზღუდე.
ალბათ ყველაფერს აქვს დასასრულიდა ასე მოკვდა შენი სოფელიც,შეგრჩა მარტოდენ სულის სიცივე -გრძნობა წარსულის უარმყოფელი.
შენი ხმაურის მძებნელი სულიელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს...სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული,თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.
გიახლოვდები... შორს მრჩები მაინცდა ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ,რატომ გგონია, არაფერს ითხოვსშენი წინაპრის წმინდა საძვალე.
..სადღაც იელვა, ცამ დაჭრილ მკერდზეუცებ იფარა ნისლი, ეოცა...ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ეძებძველთაძველ, წმინდა სამლოცველოსთან.
ხვდები-კი, ახლა, თუ რამ აგრია?რამ აგიმღვრია ზეცის ფერები?!ვინ წაგიშალა ასე ბეჯითადჩუქურთმა - ქვაში ანამღერები!
...და სინანული გიპყრობს უზომო,გრძნობ ეპარება ქვასაც სიბერე,შენ მოგაბარეს ეს საპატრონოდდა პატრონობა ვერ შეიფერე.
ო, მარტოობა...თაობათათვისსახადია და არა სიცივე,ღმერთთან რარიგად დაპატარავდა,როცა საკუთარ თვალით იხილე.
ვგრძნობ, დარდობ უკვე... შეფარებულიქალაქის კომფორტს და ფუფუნებას,გესმის რად გიხმობს ადგილის დედაან ხსოვნა რაზე გეჩურჩულება?!
ისევ იელვა და გაიგლიჯაღრუბელმა თითქოს რუხი მანტია,ვიცი, მწარეა ჩემი სიმართლე,მაგრამ იგი ხომ ცხადზე ცხადია.
გადიან წლები...შენს ნაფუძარზეუცხო ბალახთა ფერი ამოსკდა,არაქართული, არაფარული...შეთვისებული ბნელ საღამოსთან.
ივიწყებ წარსულს - ივიწყებ აწმყოს!შენც დაგივიწყებს დღე ხვალინდელი,ვერ აფრინდება ნაფუძარიდანშენი შვილების ლურჯი ფრინველი.
მიხედე წარსულს, მიხედე აწმყოს,არ გაიყოლო მომავლის ვალი,დე, კვლავ შეასკდეს თეთრ-ცისფერ ტატნობს,,მუმლი მუხას" და კერიის კვამლი.