პოეზია · ლირიკა
ზღვის ქალიშვილს
ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი)
ალბათ მე ვერ გნახავ შენ ისე არეულს,როგორიც ამ ღამით გიხილე ლოცვის წინ;წმინდანებს ვუქრობდი ჩემსავით მთვარეულსანთლებს და შენს სახეს გიჟივით ვკოცნიდი...ალბათ მე ვერ გნახავ შენ ისე ნაღვლიანს,როგორც ამ ღამით გიხილე ძილის წინ...ო, შენი თვალები შვლის ნუკრის ნატყვიარდედისას მოჰგავდა იქნება, ვინ იცის...ალბათ მე ვერ გნახავ, ვერ გნახავ ვერასდროს,ლოცვები წაშლიან შენს ხსოვნას სანატრელს,ვიცხოვრებ ღალატის უძლები ტკივილით,ვინ იცის სანამდე, სანამდე... სანამდე...ალბათ მე... ალბათ მე დაისის ფუნჯებიშემღებავს ზეციურ, უმანკო ფერებით,ცრემლებით ნაწვიმარს ბათუმის ქუჩებიმომიყვანს შენს სახლთან და მოგეფერები!ალბათ შენ... არ მელი და ძილში ქარებიგტანჯავენ _ გიძღვნიან სიძვის წილ ალმასებს...კაკუნი... ჭრიალით იღება კარები...მე სიზმრებს გპირდები შენ ისეთ ლამაზებს.ტუჩებით ვეხები... ხვეულ თმებს _ ჩიჩილაკს,წამიღეს ბგერებმა ნაცნობი სონეტისდა სული კბილებით, კბილებით მიჭირავსუღვთოდ განაწამებ, გაყიდულ პოეტის.ეჭვები ლანდებით ავსებენ სარეცელს,კივილით აკვდება როიალს კლავიში,ბორგნეულ ტალღებმა ვნებები ჩარეცხესდა ზღვისკენ მიმაფრენს ჩვენი ყურთბალიში.გათავდა ... ეს ღამეც გადაკვდა უკუნი,მზის დისკო პალმების ტოტებში გახევდა...განწირულ საყვარელს მაცილებს სლუკუნიშავი ზღვის ჭლექიან ფილტვების ნახველთან.