↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბათუმი, პორტი

ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი)

2026-07-182 წთ საკითხავი389 ნახვა

—
ლუდხანაში მოგიგონეს ძმაბიჭებმა, მარი...`გამითათხეს~ის მუდრეგი _ შენი წუწკი ქმარი...მეც გადმომწვდნენ... უმიზეზოდ ამიტეხეს შარი,ამიტირეს ხმაჩამწყდარი სიყვარულის ქნარი.... სადღეგრძელოსძველებურად, გულითადად სვამდნენ,ლუდის კათხებსმაგიდაზე უხმაუროდ (!) დგამდნენ,თვალში ცრემლებსისე ნაზად, `შეუმჩნევლად~ კლავდნენ,გეუბნები, ეს ოხრები აზნაურებს ჰგვანდნენ,...ხელის გულებსისისხლავდნენ, `დაეძებდნენ ~ ხიჭვებს,აგინებდნენ...შენ კი არა, რუსული ტყის ფიჭვებს,(სიმორცხვისგან მოსდიოდათ... )მე გუმანით ვიჭერ...უსაშველოდ მოენატრე ჩვენი ამქრის ბიჭებს!... გამჭვარტლული`გაიხსენეს~ ჭერი შენი ჯარგვლის,არ გეწყინოს...ის შეგირდიც, კუზიანი ქარგლის,შეგვიგინეს სატრფიალო ხეივანი კაკლის...მეც მაკადრეს...გარდასული ზმანებებით დაღლილს.ისევ წვიმამმისაშველა... მარტოობით მთვრალი...ხუთ სტერლინგად მეფერებაპორტის ძუკნა ქალი...დავიქანცე, სიზმარეულ ჩვენებებით მკვდარი,მენატრები... მენატრები... მენატრები, მარი!ღამეა და...სურვილი მკლავს... ნაკლები ვარ ვისზე,ალბათ ახლაიმ ნაბიჭვარს `გამოყევხარ~ ბისზე...(სამუდამოდ ჩაწერილხარ ჩემი სულის ფირზე)ავღრიალდი...აშარ-გაბო ტორს მაფარებს პირზე!დამიბრუნდი, მე ვერ გავძლებ უშენობით, ვერა!ვერც ბიჭები...გიჟ-გოგიაც სიფათს ძლივსღა კერავს,ახლა ჩვენში სხვა დარია, სხვა ქარები ბერავს,ერთხელ მაინც გამოგექცეს ბათუმისკენ მზერა!ნავსადგომშიჩვენ დაგხვდებით, მოგყვეს ის ახვარიც,არას ვკადრებთ,გეფიცებით, რახან ჰქვია ქმარი......შენ გვეგონე...გუშინ წვიმამ შემოგვიღო კარი,მოგვენატრე, უსაშველოდ მოგვენატრე, მარი!

ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი