პოეზია · ლირიკა
წერილი მარის
ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი)
ღამეა...წვიმს...ო, რა ხვავრიელად წვიმს;ბალახმა გაიხარა ძირს;სუნთქვა შემომესმა ხის;ნაღველი მომერია მზის.ღამეა...წვიმს...ე, რა ლოთიანად წვიმსო,ბუხარს მიჯდომია გლეხი.ფლოსტები დაუყრია ძირს,ციცას ელოდება მამა _როდის შემოვაო შინ.ღამეა...წვიმს...ო, რა გემრიელად წვიმსკუზიან ორღობეში გზის;მეორე მხარეზე ჩემთანნეხვიან ალაგეზე ზის,ელოდებიან ვისაც,მისი ალერსი მღლის.ღამეა...წვიმს...ო, რა უცნაურად წვიმს,ლოდინი არ არისო ცუდი _მეჩურჩულება ის;არ შემოვალო შენთანთვალის დასაფსებად მტრის.გაოცდებოდი ალბათ,შეჰყვარებიხარო ვის,მე კი ქალის ჟინი მკლავდა,შენ თუ დამიფრთხობდი ძილს,ღამეა...წვიმს...