პოეზია · ლირიკა
მწამს, სხვა იქნება!
განთიადისას თვალს ვავლებ სივრცეს,ცაო მაღალო,ისევ იგივე:ზღვის მიყუჩებულ, მთვლემარ ტალღებზეკრთის საოცარი ნათლის გვირგვინი!ჩამაფიქრებელ უცხო ჩვენებასმონუსხულივით კვლავ თვალს ვადევნებ:მადლობა უფალს, მადლობა უფალს,მწამს, სხვა იქნება დღე დღევანდელი!
***დიდება, დიდება,ზარები არისხე,არისხე ზარებიკეთილზე ვედრებით...იზრუნოს, იზრუნოსხვალემან ხვალისა,დიდება, რომელსაცკვლავ ეიმედები!
მინაწერი რუსთველისპორტრეტზე
დრონი მეფობენ! -სიბრძნეა ძველი,მათ წინ მარადისძველია კრთომაც!სახელი შენი -დრო-ჟამთა ზევით,მასზედ მარადისნათელთა თოვა!
***კვლავ განსაცდელი! დავძლევთ მასაც!წყვდიადს გაუვალსშერჩებით თქვენვე - მართალთ გზებზეავად მყეფარნი:"ბოროტი საქმე დღის სინათლესვერსად წაუვა,თუნდ დასამალად დედამიწაგადაეფაროს!"
***ოდეს მავანნი "წახდომითაშენით" თვრებიანდა როს იზრახვენ, შურისგებისაღმართონ ჯვარი,იწყვლენ მახვილით და მე ვგრძნობ, რომ...შენია მსჯავრი, -რომ წრფელის გულის თუნდაც..."ცოდვაც"...არსუნებლიე!
***ზაფხულის მინდვრებს ცეცხლი გზნებია,მყუდროებაა მზე-მთვარის ქვეშე...ცისქვეშეთს უცხო ხმა მოსდებია:იყოსო ქართლიმარადისმზეში!