↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამარესთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
რად მხიბლავდა, ბანოვანო, ეგრე უცებამოსულისნორჩი სუნთქვა მალხინელი და მომლხინოამო სულის.რა ვქნა, ფიქრი სევდად მაწევს, რა ვქნა, ჩემიკვნესა და ხმავეღარ მოგწვდა უსულოდქმნილს.. დაცამტვერდა,დასჭკნა, დახმა!იუცხოვა სველმა მიწამ ჩემს თვალთაგანცრემლის დასმა.გაკვირვებით შემომხედა ყვავილთ გუნდმა,ფრინველთ დასმა.გულის ფიქრი, ძალ-მიხდილი, ცეცხლის შიშისგამო იწვა,მაინც დადნა შენს საფლავთან, მაინც ცეცხლადგამოიწვა.ცრემლთ ნიაღვარს გადმომსკდარსა, შენკენ მიწაგავუხარე,ობოლ სულთქმას ისევ ისე ცეცხლის ალიგავუხარე.ისევ ისე ცისა ნამი თავს დაგხარის,გულზე გესმის,ბანოვანო, ჩემი კვნესა, რად არ გესმის,რად არ გესმის?ედემიდან ამოსულის ნორჩი ფრენა,ბგერა და ხმააღტაცებულ ამო სულის გულშივ ჩაჰქრა,დასჭკნა.. დახმა!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი