↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მორიალი და სოპრანო

გაფრინდაშვილი ვალერიან

2010-11-121 წთ საკითხავი6372 ნახვა

—
აგასოვა კალანდაძეს
ღამე მაღალი როგორც კათედრა,სავნებო როგორც კაბის სრიალი,მთვარის ნიავმა გადაათეთრაქოში, სოპრანო და მორიალი.
ეს არ მომხდარა რაინდულ დროშიმე ბანანების მახსოვს შრიალი,მომღერალ ქალმა ცისფერი ქოშითდუელში მოჰკლა იქ მორიალი.
მე მახსოვს იგი დუელი სწრაფი:ორი ქიმერის ჩქარი შრიალი.შეხვდნენ ერთმანეთს: ქოში – მიზრაფიდა სკრიპკასავით მჭლე მორიალი.ზღვის და ბაღების იქ იყო ფარჩადიდ ბანანების ხარბი შრიალი.და სამუდამუდ კედელზე დარჩაგამოკვეთილი ზედ მორიალი.
ვარ ეხლა მარტო. ვერ გავალომემე უიმედო გულის შრიალი.ღამეში მოდის როგორც სალომე,ავი სოპრანო, ავ მორიალით.
და თუ ეს იყო უხსოვარ დროში,და თუ ეს იყო მხოლოდ შრიალი,რად მელანდება მაღალი ქოშიდა რად მაწვალებს ის მორიალი?
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი