პოეზია · ლირიკა
ვიცანი, ღმერთო, სამყარო
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -ეს შენი დანაბადები, -იმისი ავლა-დიდებადა შიგ საგძალი ნადები;მბოჭავს, არ მათავისუფლებსგარს შემორტყმული ბარდები;დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცაგუშინ ნაჭამი ქადები.რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,ეს ამოდენა ამბები,თავში სიცილი, მოლხენა,ბოლოს - ვაი და დარდები!განგების სათამაშოდა,გასართობად ვართ გამხდრები;ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთდა თუნდ მინდვრის თაგვები:გავერანდება ერთხელაცტურფად შემკული ბაღები,ჩამოინგრევა დარბაზიდა სრა-სახლების თაღები;ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასადღეს მოლხინარი ბალღები.ამას ბჭობს, ვისც აბარიაგანგების ბჭეთა საღები.ასეა, ვიცით კარგადა,ამ წუთისოფლის თვისება,ვერაფერს ვიზამთ ომითა,არას გვიშველის გინება,ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,ხმალ-ზარბაზნების ღირება,დიდი ჭკვა, გამოცდილება,ქველობის გამოჩინება.განგების გასართობნი ვართჩვენის ჭირით და ლხინითა,ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,ღმერთმა ინება იმითა -დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,მერე გაგვაძღოს ძილითა,რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთგამსჭვალულებმა ჭირითა.ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით.ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითაიმას, რაც წარმოსდინდებასიწმინდის ჭურჭლის პირითა!