↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თათრობა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-132 წთ საკითხავი12785 ნახვა

—
(ისტორიული ამბავი)
დაჰსხმიან ასაკლებადაზურაბის ოჯახს თათრები,ისეთს ნაბუერს ადენენ,როგორც ცხვრის ფარას აფთრები.გამოუყრიათ კარშიაზურაბ და მისი ცოლია.გულ-გახეთქილი ბალღებიღობე-ყორეებს სტოლია.უმასპინძლებენ თავის-თავს.თითონა ჰხდიან თაროსა,აღარას ჰკითხვენ ზურაბსა,აღარც იმის ცოლს დაროსა...თავებსა სჭრიან ძროხებსა,სწვამენ მწვადებს და ქაბაბსა,თითონ ზურაბსაც შასწვამენ,თუ რასმე მისცემს საბაბსა,და ისუქებენ ისედაცქონით გაჟღენთილს ღაბაბსა,ზურაბს და იმის ცოლ-შვილს-კისიმშილით ეწვის კუჭები.„ვაი დედასა, რას შვრებაურჯულო გასაფუჭები“!..მარტო ამას-ღა ამბობენცოლ-ქმარნი სახე-ლურჯები:„ჩვენს სახლში აღარას გვკითხვენ,თათრებს ვგონივართ ყუნჭები..“ცოტა ხანს შემდეგ ორივესფეხზე ჩაედვათ ხუნდები.გული აევსოთ მჭვალითა,დაუდამბლავდათ კუნთები.ზურაბის სარჩოს რომ მორჩნენ.ახლა იკითხეს საყდარი:„წარმოადგინეთ ჩვენთანა,მღვდელ-დიაკვანი სად არი?“წვერებით მოჰყავთ ხუცესი,თავზე ეყარა ნაცარი.უყვირეს: „ქისტეს მოსავო,უნდა იწამო მაჰმადიდა გქონდეს სახელმძღვანელოდმაჰმადიანთა ადათი!“„მიწყალე ღმერთო“, არა სთქვა,უნდა იყვირო: „ალლაო!“რას იზამს? ნათქვამი არის:აღმართსაცა ჰხნავს ძალაო.წვერს აცანცარებს ხუცესიდა ამბობს: „ხათაბალაო!“„ვინც არ იწამებს ჩვენს რჯულსა,სულ თავებს დაგჭრით ხვალაო!“ახლა მონასტერს მიუხდენქრისტიანობის მცველები.ვინც არ გაექცა იმათა,მაგრა შეუკრეს ხელები;ვინც გათათრება აღუთქვა,შეანარჩუნეს წვერები;ვინც არა, ჰგვემეს უღმერთოდდა თავში დასცხეს კვერები...ეკვდერში, სენაკებშიადააბეს თავის ცხენები.სადაა ქართვლის მხედრობა,არ მოდის შენაწყენები?- ვინ მოვა? დამკვალებლადათათრებს ჰყოლია ჩვენები.
1902
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი