↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცეკვა კაფე ,,ამბასადორში"

ჭანტურია ტარიელ

2026-07-181 წთ საკითხავი20034 ნახვა

—
ტვისტი და ტვისტი, ჰალი _ გალი!ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.როკი და როკი. ჰალი _ გალი!ხომ არ გეშინია? მეშინია! რატომ გეშინია? მეშინია!_ კიდევ გეშინია?_ მეშინია! გესმის? გერშვინია! გერშვინია.
 კონიაკს დალევ? მანგოს წვენს! უნდა გაკოცო! მაკოცე! შენ არ მაკოცებ? მე არა! მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!
ტვისტი და ტვისტი. როკი!დრო კი, ძვირფასო, დრო კიმიახრიგინებს ვნებებს,როგორც პარტიზანს დროგი!ცისფერი კაფე. ჰალი _ გალი!ცისფერი კაბა. ჰალი _ გალი!ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!ქალი და ქალი! ჰალი _ გალი!
ჰალი _ გალი!ქალი. ქალი!ჰალი _ გალი!ქალი. ქალი!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი