↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციკლიდან >

ჭანტურია ტარიელ

2026-07-181 წთ საკითხავი20032 ნახვა

—
ღმერთი _ გროსმაისტერი(ირონიული)ატარებს ღმერთი ერთდროული თამაშის სეანსსექვსნახევარ მილიარდ დაფაზე:«გროსმაისტერმა გაიმარჯვაყველა შეხვედრაში!»
მეზობლები(ცუდი ვარიანტი)ბავშვები _ თოვლის გუნდას ესვრიან ერთმანეთსმოზრდილები _ ტალახისას
«ხმელი ფოთოლი»კოპლებიანი ბურთი ცხვირწინ გამომიგორდა.დავარტყი ჩვენი ბავშვებისაკენ!მაგრამ მოიჭრა ჰაერში ბურთი:წავიდა ჩვენი ბავშვობისაკენ!
მასწავლებელიოცდათერთმეტ წელზე მეტია,რაც შენს ხსოვნაში ინახებაგაკვეთილისთვის აწეული ჩვენი თითებისუნაზესი ანაბეჭდები...
მოხუცი ცოლ-ქმარიჯერ _ აუწევენ ერთმანეთს წნევას,მერე _ ერთმანეთს წნევას უზომავენ!მეორე დღე წარღვნის შემდეგ,ანუ ბიბლიური საუზმეშიშხინებს ცეცხლზე ტრედი, რომელმაცშტო ზეთისხილის მოიტანა:წითელ ღვინოსთან ბატონ ნოესფრინველის ხორცი ჰყვარებია!..
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი