პოეზია · ლირიკა
ვინ არის კაცი?
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
კაცი ის არის, ცხოვრებავინც გაატარა ჭამაშიდა კაცის დანიშნულებამხოლოდა ჰპოვა ამაში.კაცი ის არის, ვინაცაქუჩაში სალამს არ გაძლევს,თუ დაჰპატიჟე სადილად,დიდ ჯიუტობას არ გასწევს.კაცი ის არის, ვინაცაშეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსადა ჰსახავს იდეალადასალხინო სამიკიტნოსა.კაცი ის არის, ვინაცაარა კითხულობს გაზეთსა,წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,მეარღნეს აძლევს მანეთსა.გადაამტერებს ერთმანეთსქართლსა, იმერეთს, კახეთსა,საკუთარს ანბანს შეუდგენსსამეგრელოს და სვანეთსა.კაცი ის არის, სიცოცხლევინაც ატარა ტკბილადა, _სიკვდილის შემდეგ იწოდადიდყურიანის შვილადა.