პოეზია · ლირიკა
ეს გაზაფხულიც მოვიდა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
ეს გაზაფხულიც მოვიდა,აგერ ჩამოშრნენ მთანია,საპირიქითოდ გაიხსნენთოვლით შაკრულნი გზანია.
აღელვებულა არაგვი,ფშავ-ხევსურეთის წყალია,მოხუის, მთა-კლდეთ შასტირის,როგორც ძმის კუბოს ქალია.
იაც რომ ამოჩენილა,ბრიყვის ჩადუნას რძალია,ეკლებში თავსა მიმალავს,ბუნების ეშხით მთვრალია.
სუყველა დამშვენებულა,მაღა ცა, დაბლა ბარია.მარტო ეს გული საწყალიწინანდებულად მკვდარია.
1886