↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლანდი - არაქვეყნიური

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
როცა შუქი ვარდისფერი, მორცხვი, ნაზი,დაიღვარა განთიადზე,როცა სხივმა ოქროსფერად მთა აანთო ბუმბერაზი,და ბაღს, ახლად აყვავებულს, გადააჭდო ოქროს ხაზი,და ყვავილებს, მორცხვ ყვავილებს მოახვია ოქროს მტვერი,და წერწეტა ხის მწვერვალებს ფრთა შეახო ოქროსფერი,და ტოკავდა დილის ხმებზე წვეთანკარა ოქროს ჩქერი,მაშინ, ტურფავ, გადაბურულ ხის რტოებში ისე სჩანდი,ო, საოცრად შემიყვარდა შენი ლანდი, შენი ლანდი!..ვერ ვარჩევდი, სიცოცხლეო, მე იმგვარად გარდაგქმენი,რომ მეგონა, თუ ხორცსხმული იყო ლანდი იგი შენი.მაგრამ რისთვის გამჭვირვალედ გახდა ლანდი, ჩრდილი, ანდარისთვის შორად, ზეციურად, მიუწვდომლად მომელანდა?ხელუხებელს, ჰაეროვანს სხეულს ხელი ვერ შევახე,და ვიგრძენი, რომ თანდათან იშლებოდა ლანდის სახე,და ვიგრძენი, რომ, როდესაც მომეხვია მსურდა ხელი,მხოლოდ ეთერს უსხეულოს ჩრდილი რთავდა შეუცვლელი.დნება, დნება ოქროს ლანდი!დნება ლანდი,ჰქრება ლანდი,ვდგევარ გრძნობა მორეული,მოგონება სევდას მაქსოვს,მაგრამ მახსოვს, მუდამ მახსოვსლანდი წმინდა, მოწყენილი,ლანდი არაქვეყნიური, ლანდი უცხო, შორეული!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი