↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეორედ წასვლა

ნახუცრიშვილი გაგა

2010-08-121 წთ საკითხავი2166 ნახვა

—
სამყარო თვლემდა გულგრილად წყნარი,ასეთი იყო გაჩენის დღესაც,მის განცდას კიდევ არ ჰქონდა ზღვარი,ცას ახედა და უეცრად შეცბა.
არა, არ სურდა, არ სურდა მეტი,მათი ღალატი, მათი სიმხდალე,მას ხომ არასდროს არ სწამდა ბედი,როგორც განთიადს არ სწამს სიმთვრალე...
იგრძნო ყოველი რომ უკვე მოხდა,არ არის ცხადი, არ ჯერათ სიზმრის,ნუთუ ისეთ დროს დაბრუნდა როცა,ვერაფერს შეძლებს, ვერაფერს იხსნის.
მან გვითხრა რაღაც, ისე მარტივად,რომ ამ მიწაზე ვერავინ მიხვდა,თავის სიცოცხლეც უკვე გაწირა,"რატომ დამტოვე!" - სიჩუმე ციდან.
და ისევ ზურგი აქცია ჯალათს,ჯალათმაც ისევ პასუხი სთხოვა,არ დაელოდა აღარვის ღალატს,ჩუმად წავიდა და ალბათ მოვა.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი