↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მენატრებოდა ცხოვრება მთელი

ნახუცრიშვილი გაგა

2010-08-121 წთ საკითხავი2174 ნახვა

—
მენატრებოდა ცხოვრება მთელი,ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,უძრავად იდგნენ დაღლილი მთები,და ყვავილები ფანჯრის რაფაზე.
ენატრებოდათ ხმელეთი აფრებს,ნაპირი ჩანდა შორს დიდებული,უეცრად სადღაც სიტყევბი გაჰქრნენდა დარჩა მხოლოდ შორისდებული.
ვიღაც ნატრობდა ზამთარში ბინასდა სახე ჰქონდა ცივი და სველი,სხვა უდაბნოში ელოდა წვიმას,ფიქრებში ღრუბლებს ჩასჭიდა ხელი.
მენატრებოდა ცხოვრება მთელი,ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,სადღაც წავიდნენ დაღლილი მთები,ყვავილიც გაქრა ფანჯრის რაფაზე.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი