↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადაბრუნებული დედამიწა

ნახუცრიშვილი გაგა

2026-07-181 წთ საკითხავი2167 ნახვა

—
არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,დედამიწა რომ გადავაბრუნო.
რომ არაფერი აღარ შევცვალოდა დასალევიც უკვე დავლიე,რომ აღარავინ არ შევიყვარო,მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.
არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,არ მინდა რამეს ცილი დავწამო,მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლშიდა გარეთ მოდის მყუდრო საღამო.
არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,და არ ვარ ბოლო და არც პირველი,ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.
არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,დედამიწა რომ გადავაბრუნო.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი