↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაკარგული მოტივი

ნახუცრიშვილი გაგა

2011-08-121 წთ საკითხავი2164 ნახვა

—
ცარიელზე ცარიელი ველები,ვეღარ გხედავ როგორც გამქრალ მადათოვს,მომაწოდე დათოშილი ხელები,მეც მცივა და მითხარ როგორ გაგათბო!..გაიგე, რომ დროა ახლა ასეთი,რახანია დაიხოცნენ კრავები,ახლა მხოლოდ სიჩქარე და გაზეთი,ახლა მხოლოდ ღრიალებენ ძრავები.ისევ ლტოლვა ისევ ისე წანწალი...და ნაცნობი უცხო ჩვენი სამყარო,დიდი ხნის წინ დამიმთავრდა საგზალი,ძალაც არ მაქვს ლექსები რომ გავყარო.ხომ ხდებოდა პოულობდნენ გასაღებს,ხომ ხდებოდა ზღაპარი და მითები,რა იქნება, სადმე მაღლა დავსახლდეთ,ხეზე ისევ ხომ ცხოვრობენ ჩიტები.დავიღალე თითქოს ვებრძვი ურდოებს,მე ვარ გიჟი, მაგრამ არ ვარ მოცარტი,გევედრები: მარტო მაინც ნუ მტოვებ,გთხოვ ცარიელ სასახლეში მობრძანდი!..

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი