↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წმინდანიანი

მიწიშვილი ნიკოლო

2026-07-181 წთ საკითხავი1384 ნახვა

—
საუკუნეში ერთხელ ქვეყანასმოევლინება წმინდანიანი-ცეცხლის მფრინველი, მთოველი ცოდვისდა როგორც გველი- წვრილტანიანი.
აითვალთვალებს ღამით მაღლობზესაყდრის გალავანს, მგზავრი შორითი.და დააცხრება წვერმაღალ ნაძვებს,ვით მოწყვეტილი მეტეორიტი.
ძირს, დახავსებულ მუხის საყდარშიშეშფოთდებიან სულ წმინდანები.ისე იელვებს ხატებთან შუქი,ვით დამარცხებულ მტრის წინ დანები.
დამბლა ეცემა წმინდა გიორგისდა გველეშაპიც მოუჭერს რკალებს.მარიამს შვილი ხელთ გავარდებადა პეტრეს შიში ააკანკალებს.
ქრისტე წამებით ჯვარს გადატეხავს,გაიშვერს ხელებს ცხელ ლურსმანებით.გუმბათზე თვალი დაიხუჭება,შეშფოთებული გველურ ზმანებით.
თუ ვინმე ამ დროს გაივლის ახლოთავს დაემხობა ცეცხლის სვეტები.ავი სახადით დასნეულდებადა ჭკუას მოსწყვეტს კუპრის წვეთები.
დილამდე გასტანს საყდართან ბრძოლადა რიჟრაჟამდე სული ცდომილიარ მოსცილდება საყდრის გალავანს -დაუძლევი და მიუწვდომილი.
დილით გაჰქრება ცოდვის ფრინველი,კივილით ღამეს გაეკიდება,ცეცხლის ნაკვერცხლებს დააყრის ხეებსდა ტყეებს ცეცხლი წაეკიდება.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი