პოეზია · ლირიკა
წაგებული ბიოგრაფია
ვიყავი მარად უღარიბესი,მქონდა სიმართლე და გული თბილი,გამაჩნდა მარტო ძაღლი ჩიბისიდა მახარებდა მასთან სირბილი.დიდხანს დამქონდა გული სოველი.გული ნაწყენი და გასრესილი.მიდგა სიცივე დაუთოველი,სიზმრებისათვის მიყვარდა ძილი.ყველგან ვითხოვდი მე შეცოდებას,ატირებული სიმარტოვეთი.არ იყო ხელის გამოწოდებადა არ გამათბეს სოფლის პოეტი.ბოლოს ვიპოვე კეთილი ძაღლიდა გულზე ძაფით შევაბი გული,მაგრამ წამება მან გამიახლა _ორივე ვნახე მე დაკარგული.ასე _ ბედისგან დამოკლებულიდავდივარ, კაცი უღარიბესი:გული თრევისგან გამოქლიბულიდა გასრესილი ჩემი ჩიბისი.