პოეზია · ლირიკა
გრიგოლ რობაქიძეს,პაოლო იაშვილს
ყოველთვის, როცა მომენატრებაპოეზია და თქვენი ხსენება, -დგება ზამთარი წინ ნაადრევიდა ალკას თეთრი გამოსვენება.
ალკას საფლავზე სხვა მადრიგალი.კვალად ზამთარში რგვალი მაგიდა.პლანეტარული მწვანე გრიგოლიგადმოღვარული მთვარის ბაკიდან.
გამოკვეთილი მთვარის ქვისაგანმერიდიანზე რეკავს რეკვიემს -,,ვერვინ დაგვიხსნის დაღუპვისაგან,და შიში ფიქრებს დაგვარეკვიებს...
ქვეყანა იწვის, ქვეყანა კვდება,მზეს რილობები შემოესია.უკანასკნელი ამბავი ხდება-სივდება მიწა და პოეზია“.
ცივ სასტუმროში სუქდება შიში:ღმერთო ძლიერო და სასწაულო -გადაარჩინე პოეტთა ჯიში...დგება პაოლო.