↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოს

მიწიშვილი ნიკოლო

2026-07-181 წთ საკითხავი1392 ნახვა

—
ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.
დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი,გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით-მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი