↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"

მიწიშვილი ნიკოლო

2010-08-121 წთ საკითხავი1384 ნახვა

—
მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება.საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ,ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანებადა ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.
სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებსდა როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.
ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთდა ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი