↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლანკაშირში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ლანკაშირში ეხლაც სდგასერთი იმ ცაცხვთაგანი,სად მუშების გაისმოდახმადაბალი ყაყანი.
იგი ბოღმას იკავებდაროგორც ცრემლებს ემბაზიროცა მუშებს, ისეც მცირე,აკლდებოდა ხელფასი.
იგი ცაცხვი ეხლაც სდგასსაშიშარი, ნაძრახი,სად უჭერდა საზიზღარიმოძალადის მათრახი,
სადაც ხშირად გაისმოდაქადაგება უვრცესი,რომ აქ ქრისტეს მოადგილეარის მხოლოდ ხუცესი.
საით გასწევს? მუშას სად აქვსსათიბი და საყანე...ხმამაღალ ზღვად გადაიქცახმადაბალი ყაყანი.
და პოეტმა, დიდმა შელლიმ,სწრაფად იგრძნო ეგ გზები,იგრძნეს ლანკაშირელებმაცმშვენიერი ლექსები.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი