↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამ სახლში

ქოქოსაძე ნინო

2006-01-131 წთ საკითხავი2637 ნახვა

—
ყველაზე მშვენიერი – რაფაზე ქოთნის ყვავილებია.ყველაზე ხანგრძლივი – ფოთოლცვენა ფარდებზე.ყველაზე სათუთი – ბავშვობის სურათი მოვარდისფრო ჩარჩოში.ყველაზე სევდიანი – საოჯახო ფოტოალბომი.ყველაზე მძიმე – საწოლი, სადაც დედა იწვა...ყველაზე მსუბუქი – ხატების კუთხე.ყველაზე მშვიდი – მეგობრის ნაჩუქარი ფაიფურის შველი.ყველაზე მოწყენილი – ჩემი საწერი მაგიდა.ყველაზე მივიწყებული – ფორტეპიანო.............................მე ვცხოვრობ ამ სახლში,სადაც, ბოლო დროს – მხოლოდ აივანი გადის ქუჩაში.

ქოქოსაძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი