პოეზია · ლირიკა
* * * "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო"
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,შენ ისე ღრმა ხარ...სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმავერავინ ნახა:ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმადა ვერცა სპარსმა...შენი დიდების მომღერალიაოშკი და ზარზმა,ბებერი ტაო...შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,ქართულო ცაო...