↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუდარა

გუგუშვილი ბადრი

2010-08-121 წთ საკითხავი1507 ნახვა

—
პოეზიავ, ჩემი სატრფო ხარ,როგორც არ უნდა ჩამეკონო,ვერაფრით ვერ მაკმაყოფილებ.იქნებ მე ვარ გაუმაძღარიდა არ მყოფნის შენი სიავე,სიამედ რომ მომინათლია.ო, რომ იცოდე, რა ძალუმად ვგრძნობშენს კაპილარებს,წვეთ-წვეთობით მსურს ამოგწოვოშენი სისხლის ყოველი წვეთი.ბარბაროსული გაავებით ველტვი შენს სივრცესდა ნეტარება მეუფლება გაუგონარი.შენი დიადი უსასრულობამეჩვენება კვერცხის ნაჭუჭადდა სამყარო ჩემს ხელისგულზე ფართხალებს ხოლმეშეუღინღლავ ჩიტის ბარტყივით.ო, პოეზიავ, ჩემო უგულო ცოლო,ახარხარდი და მომახალე ის სიმართლე,გულდაგულ რომ მალავენ ჩემგან,ამიხილე სუყველა თვალი და დამანახესილამაზე და სიბრმავეც კაცობრიობის.ო, პოეზიავ, ნუ დამინდობ, მეტად გალაღდიდა მაზიარე უსაკვირლეს მეტამორფოზებს,გადამისროლე დროისა და ფიზიკის მიღმა,მოწმე გამხადე კოსმიური კატასტროფების.ო, პოეზიავ, დამიღარე მთელი სხეული შენი ბრჭყალებით,გაანაწევრე ჩემი სული აუარებელ ნაწილაკადდა მაზიარე შენი ცეცხლის უზადო ბრწყინვას,რათა სიტყვა, კოცნასავით რომელსაც მჩუქნი,დავიხსნა შენი ტყვეობიდან და ჩემით ავანთო.
გუგუშვილი ბადრი

გუგუშვილი ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი