პოეზია · ლირიკა
დღეები რომლებიც იყვნენ და გაქრნენ
სად წავიდნენ ის დღეები, რომლებიც იყვნენ?სად დაიკარგნენ ასე უკვალოდ?თითქოს იმ დღეებმა კარები გამოიხურესდა თან წაიღეს უამრავი სახელი, ლანდი;იქნებ გამჭვირვალე, დღისფერმა ბადემმომტაცა ისინი _ხოლო ჩემში კი დატოვა შავი ლაქები,რომელთა ფონზეც უსახო სილუეტები ირხევიან;ანდა იქნებ ყოველდღიურის მღვრიე მორევმაშთანთქა ისინი,თქვენი და ჩემი სულის ბნელ უფსკრულში გადაისროლა.ო, დღეებო, ჩემს არსებობასმე თქვენში ვტოვებდა ვნამცეცდები მეც თქვენსავითწუთით, წამებით;როგორც თქვენ ქრებით უნიადაგოდ,იმის იმედით თითქოს წაგიღეთ,მეც თავი უნდა მოვიტყუო,თითქოს სხვები წაიღებენჩემი სულის ცქრიალა წვეთებს.