პოეზია · ლირიკა
* * * გიგრძნიათ
გიგრძნიათროგორ იძინებს ღამე?როგორ წვება ის თავის თავშიროგორ იფარებსსადარბაზოთა ნათურებისდაწინწკლულ საბანსდა თავს როგორ ჩამოსდებს ხოლმე,ლამპიონებით აქათქათებულქუჩის ბალიშზე?
ეს ბორცვებიმისი უმანკო ძუძუებიახვალ მათ უთუოდმოასწორებენ.
ხვალ ამ ღამიდან აფრინდებაკიდევ ერთიპეპელა დღისა