პოეზია · ლირიკა
ბინდი
შებინდდა ირგვლივ, ტყემ ჩაიძინა,ბერმა სენაკში ჩააქრო შუქი,გარეთ, ჯორცხენას რაღაც ეწყინადა აიწყვიტა თოკის ყულუფი.ქარები დასწვდნენ გადაყრილ ვარდებს,ქედმა კი სადღაც შეჰყვირა ლომისს.ხვალ, ალბათ აღარ გაავდარდება -ზეცაზე თეთრი ღრუბლები მოდის.