↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატიმარი, 1993 წელი

წიკლაური მამუკა

2020-08-121 წთ საკითხავი2730 ნახვა

—
ჯიქის ღრიალი გამოვარდა ზოოპარკიდან.თავისუფლება კვნესის ამ ხმაში -ჯუნგლებისა და ტრამალების თავისუფლება;
მაგრამ მისი ხმა აღარ ისმის ამ ყრუ ქალაქში,ვეღარ აღვიძებს ჯიქის ხმა იმათ,ვისაც ყურები შიშისაგან ამოეგმანადა ენებიდან ამოსჩქეფა თხლემ და ტალახმა.
აკი ჯიქების ქალაქი ვართო?!ჩვენს სისხლშიც ჯიქის სისხლი ბრდღვინავსო?! -მაშ, თქვენც იგრგვინეთ და ჯიქივით მიაწყდით ღობეს,თქვენც გამწარებით ჩააფრინდით კბილებით რკინას...
ჯიქის ხმა შეწყდა, ეს იმას ნიშნავს -იგი დაეცა მიწაზე და ცრემლები წასკდა;ის ან ღრიალებს, ეჯახება ფოლადის კედლებს,არადა - ტირის...

წიკლაური მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი