პოეზია · ლირიკა
პოეტები, 1998 წელი
დევნილობაში და შერისხვაში,შიმშილობაში და სიცივეში,უსასოობის ჯურღმულებში დავიფანტენით.
ჩვენ მხოლოდ მთვარე გვისაკლისებს,მთვარე დაგვტირის;ჩვენ მხოლოდ მთვარეს ვეცოდებით,მთვარეს შევტირით;მაგრამ ერთმანეთს ხმას ვეღარ ვაწვდენთ -დავიკარგენით ჩვენს ტკივილებში,ჩვენს ჭრილობებში დავიკარგენით.
მოწამლულ სისხლით აგვევსო გული,ფილტვებს მოწამლულ ჰაერით ვბერავთ -ასე ვიხრჩობით, ასე გავდივართლექსებიდან და მთვარიანი ღამეებიდან.
... ნეტავი, ერთად მაინც დაგვმარხონდა დააწერონ:აქ დავმარხეთ მთვარის შვილები.