პოეზია · ლირიკა
პრობლემა, 2004 წელი
(იუმორივით)
ისეთი დროა, იმდენ რამეს იგონებენ, რომ,რა იცი, უცებ უკვდავებაც გამოიგონონ!ამ შემთხვევაში პრობლემებიც უხვად გაჩნდება -ჰაერის, მიწის, ენერგიის, წყლის პრობლემები.ადამიანებს გაუჭირდებათ უკვდავებასთან ადაპტაცია.აიმართება დიდი პრობლემა:სიცოცხლით დაღლა და დაქანცვა.მე, პირადად, ერთი კერძო პრობლემა გამიჩნდება:სამარადისოდ როგორ ვუყუროსაჭმლის საყლაპავ სისტემაზე მიჯაჭვულ ტიპებს -თავს რომ ომიდან დაბრუნებულ გმირებად თვლიან?!