↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგლისა და გაბოს გაბაასება

წიკლაური მამუკა

2011-08-121 წთ საკითხავი2724 ნახვა

—
შუაზამთარში, შეღამებისას,სოფელში მარტოდ დარჩენილ გაბოსჩირდილის მგელმა გამოჰყმუვლა საჩირდილოდან.გაეპასუხა გაბრიელიც:- ეჰეჰეე, აქ ვარ, ჩირდილის მგელო,შენც შეგაწუხა თოვლმა და ყინვამ?შენც შემოგეჭრნენ შიმშილი და მიუსაფრობა?კვლავ სევდიანად გამოჰყმუვლა ჩირდილის მგელმა -მგლის ენა გაბომ ასე თარგმნა თავის ენაზე:- ჰო, ძნელი გახდა თავის გატანა,აღარც ძვალია ახლა სადმე, არც პურის ქერქიდა არც დაცემულ საქონლის ლეში;სოფელი მოკვდა, გზებზე ახლა მხოლოდ თოვლია.- ეჰ, მგელი ხარ და აჯანყებულ მუცლისთვის ჰყმუი,მე კაცი ვარ და სხვა რამ ჭირი მეჭრება ფიქრში -რომ მოვკვდე, ჩემი დამმარხავი არავინ არი,მღრღნელებს დარჩებათ ჩემი ძვლები გამოსაღრღნელად...ამით დასრულდა საუბარი. მგელი გაჩუმდა.იმ ღამეს მგელი დაესიზმრა - მტირალი მგელი,იწვა ეხში და დასდიოდა მსხვილი ცრემლები,ცოცხალ გაბრიელს და მკვდარ სოფელს ტიროდა მგელი....დილით ვარცლიდან ამოიღო მრგვალი პურებიდა დააგორა საჩირდილოს მიმართულებით:- აჰა, შეჭამე პური, მგელო, ჩვენ ორნი დავრჩით,და მევალება ამ მძიმე ჟამს შემოგეშველო...

წიკლაური მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი