პოეზია · ლირიკა
ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი
ნამსხვრევებიღა დარჩა, სალომე,იმ მიწისძვრის დროს დავარდნილ სარკის.მოდი, შევკრიბოთ ეს ნამცეცები,წარსული ისევ შევაკოწიწოთ.მე მინდა ისევ აღგადგინო ნამსხვრევებიდან,შენც მომეხმარე - აღვსდგე - სარკის ნამსხვრევებიდან.ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი,თმებში ცის ნამი ჩაიბნიე და გამიცინე.მე ისევ გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!. . .დრო და ჟამი კი კვლავ ამბობენ ათასჯერ ნათქვამს:- აქ, ჩვენთან ხდება დამსხვრევა და განადგურება,ხოლო აღდგენა და აღდგომა ზეცაში წყდება...მე მაინც გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!