პოეზია · ლირიკა
იოსების სიკვდილი
აი, ლამპა ჩაიწია, ნავთი ამოიცალაგულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,ვერ ვიტყვი, რომ იოსები უცებ გარდაიცვალა!...ჯერ ერთხელ `გააკულაკეს~ იგი –გაირეკეს რქამაღალი ხარებიდა დოღებში მონავარდე ცხენები;ახლა მეორედ `გააკულაკეს~ –გაფხიკეს თევზის ხერხემალივით.მერე მიუხტნენ და დაიჭირეს:– მტრის მხარეზეა,სტალინის გზას არ მიჰყვებაო....ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულს კისხვა ჯოჯოხეთი დაუხვდა სახლში:დედ-მამა მის ჯავრს გადაჰყოლია,ცოლი კი ცოლად იმ კაცს დაესვა,ვინც გაირეკა ხარები და ლურჯა ცხენები....აიღო თოფი და ის ერთი ზუსტი გასროლასასამართლოში შეაფასეს ათწლიან ციხედ.ასე ნელ-ნელა კვდებოდა იგი,დღეს კი სიკვდილი საბოლოოდ მიეპატრონა....გულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,