↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბინდი

სამადაშვილი ნიკო

2013-05-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა, როგორც წერტილი,და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,რად სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა!ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა,ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილიკაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა, როგორც წერტილიდა მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი