პოეზია · ლირიკა
ბოლო
შენც დაეცემი, არმაზის კერპიკოდმანის კლდეზე დაიწყებს ცეკვას,ბრგე დარიალთან შედგება თერგიდა შეიტყუებს ძარღვებში ძელქვას.
ტლუ მათხოვარი სასაფლაოზეშეცეცხლავს ცივი კერძის ნარჩენებს,ძროხა იბღავლებს სასაკლაოზე,ყასაბს დასწყევლის და შეაჩვენებს.
არმაზის კერპზე ბავშვს მიაკრავენ,ასე სწირავდნენ წარსული სრონი,აქ დარიალთან ჩონგურს უკრავენ,თუ ვიღაც ცეკვავს რუსულ გარმონით?
აქ პიტიახში ჩამოხსნის მთვარეს,დაჰკიდებს ზარზმის პიტალო კლდეზედ.და დარიალთან თერგი მშფოთვარეშეაჟღარუნებს ელვარე დეზებს.