პოეზია · ლირიკა
გადმორბენა სამყაროსკენ
მე გადმოვრბოდი. ცრემლი გალობდა.ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე...ხატებთან ენთო: უბინაობადა კამერებში მტრედების ბუდე.
მიწები ჩანდნენ, ოდნავ ეძნიათ.ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს.მინდოდა ზეცა გადამერბინადა საფლავები სტვენით ამეკლო.
ჩრდილ წამოსხმული იჯდა ცხედარი,იცქირებოდა იგი ნაკლებად...ისმოდა: წყევლა შორეულ ხმებისდა სივრცეებში ძაღლების ყეფა.
ქარებს ბურავდა მსუბუქი მტვერი,მიტოვებული ვიწრო ღრუბლებთან.მე ვანათებდი მეტეორივითმარადისობის ხშირ მარგილებთან.
სადღაც სანთლებთან ტიროდნენ ტბებიდა მე მლოცავდა გზებზე ყორანი.თვალებში იდგა განმარტოებითსქელი სიბნელე როგორც ბორანი.
ნაძვები ბაღში ვარდებს უკრავდნენ...გუმბათებს ნთქავდა თოვლივით წირვა.ქარს მთვარის ელვა მსოფლიოს უკანწლების შუქივით გადაეწია.
შიში მეფინა მხრების ზემოდანშორს იყო კიდევ დისკოთა მზვარე.კუბო წვიმების წინ ეცემოდადა გრიგალები რეკავდნენ ზარებს.
ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი,და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები.სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი,სამყარო არის! დანამდვილებით.
პლანეტებს მიღმა ვიღაც ნანობდა,ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს...ლოდებთან ენთო უბინაობა,და ქამარებში მტრედების ბუდე.