↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გათხრები

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11411 ნახვა

—
ღრუბლის ნაკვეთი სადღაც უშნოდ დაბღლაძუნობდაუკაცო ქვეყნის ქვეყნის გარიჟრაჟთან შეანჩხლებული,გაღებულ ფანჯრებს წამლად ერთი მგზავრი უნდოდათ,ქარი კიოდა ტატნობებზე გაფიჩხებული.
არ ვიცი, რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი,იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი.მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,რომ ასე უღვთოთ დამაბნიე ტიალი მგზავრი.
გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს,და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდანან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს...ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა.
რა თავში ეცა, ვინც ვარდების ალერსს სწუნობდა,ვისაც ხელებით გაუთბია თოვლივით გული!სიჩუმე იდგა. შორს ღრუბელი დაბღლაძუნობდა,უსულდგმულო ცის რიჟრაჟებთან შეანჩხლებული.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი