↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გალაკტიონ ტაბიძეს

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11415 ნახვა

—
ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს.ურმით მოგქონდა პოეზიით გავსილი ჭური,ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებსეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული.
მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი,ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი,ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები,ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით.
ეგ გული წუხდა ვით სამრეკლო ცის უდაბნოში.რას გააწყობდი, ირგვლივ იდგა სიბნელის თქეში,საშველი არ არს! - მსხვილ ცრემლებით იმდუღრებოდიდა „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში.
შენ „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში,მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს.ეზიდებოდი ლექსებს მტევნებად პოეზიის დიდ საწნახელში.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი