პოეზია · ლირიკა
რია-რია
გადის ჭადარზე ჭადარი.გადადის ხიდზე ხიდი.წვება საფლავში საფლავი.ჩადის მთვარესთან მთვარე.ცურავს ღრუბელი ღრუბლებში.თთს - თითს უკაკვავს თით.სიზმარს ნახულობს სიზმარი.მტკვარს უერთდება მტკვარი.ბიჭს ისევ მოსწონს ბიჭი დაქალს ისევ უყვარს ქალი.ცეცხლს უკიდია ცეცხლი დაალს ავარდნია ალი.თმამ გაიწეწა თმები დაშუბლმა შეიკრა შუბლი.ბორბალს ბორბალი მოძვრა დატუფლს ფეხზე უჭერს ტუფლი.აქ ხორბალს არჩევს ხორბალი.ყავარს ხურავენ ყავრით.სვამს საწამლავი საწამლავს.ჯავრი გათავდა ჯავრით.ხავსს მოსდებია ხავსი დაწვეთს გამობმია წვეთი.ბაღი მიმჯდარა ბაღში დასვეტს შესდგომია სვეტი.სმა ვეღარ შეძლო თითმა -თითს მოუკაკვავს თითი.გადის ჭადარზე ჭადარი.გადადის ხიდზე ხიდი...