პოეზია · ლირიკა
წინათგრძნობა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
იყო ღამე, მთვარე დაჰყურებდა გუბესდა წყალს აქცევდა რძედ, ხოლო ქვემოთ,ლურჯი ხეების ტოტების ქვემოთ,სეირნობდა გოგონა; წამით
მას ეჩვენა საკუთარი მომავალი:წვიმა იღვრება ქმრის საფლავზე, წვიმა იღვრებამისი ბავშვების სათამაშო მოედანზე, ცივი ჰაერითევსება პირი, მის ბინაში უცხოები დააბიჯებენ,
ვიღაც ლექსს წერს მის ოთახში, ლექსში მთვარეა,გოგონა დადის ხეებს შორის, ფიქრობს სიკვდილზე,ფიქრობს მასზე, ვინც ფიქრობს მასზე. ქარი მძლავრდებადა მიაქვს მთვარე, და ფურცელში რჩება სიბნელე.