პოეზია · ლირიკა
უკუთქმათა ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი)
ოდენ მშიერი ზის უზრუნველი,ოდენ კრავები მგლობენ ფარაში,ოდენ მტერია კეთილმსურველი,ოდენ მძინარე _ ფრთხილი დარაჯი,ოდენ ქატოა კერძო ნუგბარი,ოდენ მორწმუნე _ უფლის მგმობელი,ოდენ ავყია _ ტკბილმოუბარი,ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ოდენ გამრჯეა ყოვლად მოცლილი,ოდენ გულფიცხი _ დინჯი მსმენელი,ოდენ დევნილი _ გზდალოცვილი,ოდენ როსკიპი _ შეუცდენელი,ოდენ რეგვენი _ გულისხმიერი,ოდენ ბოგანო _ სუფრით ცნობილი,ოდენ ალალი _ ყოვლად ცბიერი,ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ოდენ ზრუნვაა უდარდელობა,ოდენ სიმორცხვე _ მრუშის ლირწება,ოდენ მტოვრობა _ წმინდა ხელობა,ოდენ პანღური ღრმა მოწიწება,ოდენ ტავსლაფი _ განძი რჩეული,ოდენ ორპირი _ ნაღდი ძმობილი,ოდენ ჯანმრთელი _ მძიმედ სნეული,ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ვისაც გწყურიათ სიტყვა მართალი,ისმინეთ ყველამ ჩემი თხრობილი,იფქლი _ ნაცარი, თოვლი _ ღადარი,ოდენ ჯაბანი _ გმირად შობილი,ნატიფი ლექსი _ გაუმართავი,ილხის მერემე _ დიდი სარდალი,ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.