პოეზია · ლირიკა
დამოძღვრის ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი)
უგნურნი, ტრელნი, წბილნი,ხელმრუდენი, გზაბრუდენი,ვინც ადგახართ ცოდვის ბილიკს,წაღმართისკენ არ ბრუნდებით,მოდით გონზე, თორემ ვინძლოსახრჩობელამ გიმასპინძლოთ.განა ცოტა თქვენთაგანისამარცხვინოდ დაისაჯა,გულში შურით, ხელში დანითვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.
სანამ გვიყვარს ძმა და თვისი,ძნელსათმენსაც ვითმენთ მანამ,თორემ განა ჩვენ არ ვიცით,დილეგია ეს ქვეყანა.გზვერავს შლეგი, სად და რა დროსგეცეს, ყელი გამოგღადროს.ღმერთს მაშინღა გაიხსენებს,როცა თოკი ცისკენ ქაჩავს.ო, რა მწარედ იმტვრევს ხელებს,ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.
შხამის ლესვა, ყაჩაღობა,გული ხელით, სული კბილით,,,არ დამასწრონ”! _ უნდო ყოფა,,,არ წამასწრონ”! _ უნდო ძილინუთუ გვიღირს? ნუთუ გვიღირსვამჯობინოთ გმინვა ღიღინს?არა! ღმერთში დაემტკიცეთ!სინანული - ცრემლი - აჯა!ბოლო-ბოლო, თავში იცემს,ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.
ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ ძმები,ისიც გვყოფნის გასაძლები,იოლ ბრუნავს მართლის გზები,ონავრისა - ღმერთმა ხვანჯა!ნუ გგონიათ, ასცდეთ ხიფათს,ია-ვარდი არვინ კრიფა,ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს!.