პოეზია · ლირიკა
ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე (მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი)
რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმაფლორა, დიადი რომის მშვენება,ან თაისი და არქიპიადესად გაიტაცეს დროის ცხენებმა;ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,და დაცემული ტბაზე ბინდები,ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..სად არის თოვლის შარშანწინდელი?
ან ელოიზა დრომ სად ისროლა,რომლის მშვენებამ პიერ აბელარსარგუნა ბედად საჭურისობადა სიყვარულის სული შთაბერა;ან დედოფალი სად გაქრა, რომლისნებით აქაფდა სენის ზვირთებიდა ბურიდანი ისროლეს ტომრით?..სად არის თოვლი შარშანწინდელი?
დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,სადღაა მისი ხმა და მაისი.ან დიდფეხება სად არის ბერტა,ან არამბურჟის სახლი მაინზე;ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,რომ აგიზგიზდა მისი დიდებისცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...სად არის თოვლი შარშანწინდელი?
ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,ქრება ციმციმიც მარგალიტებისდა ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:სად არის თოვლი შარშანწინდელი?.